აქცია
ორბი ჯგუფი

ORBI ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო და დეველოპერული ჰოლდინგი ევროპასა და საქართველოში. ლიდერი ინოვაციური პროექტების განხორციელებაში

ორბის პროექტები

ორბის პროექტები

25 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე კომპანიამ წარმატებით განახორციელა სხვადასხვა სირთულისა და გამორჩეული  არქიტექტურის პროექტები.  ORBI-ს ეკუთვნის პირველი  ცათამბჯენების მშენებლობა საქართველოში. კომპანია სპეციალიზებულია უნიკალური სასტუმრო კომპლექსების მშენებლობაზე, სადაც ყველა მსურველს შეუძლია შეიძინოს აპარტამენტები. 

ORBI - ს მიერ აშენებული ფართობი 3 მილიონ კვადრატულ მეტრს აჭარბებს, რაც მას ერთ-ერთ წამყვან დეველოპერად აქცევს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც. კომპანია ამაყობს პროფესიონალური გუნდით, რომელიც 6000-ზე მეტ თანამშრომელს  აერთიანებს.

მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალური მიდგომებით,  ORBI საიმედო პარტნიორად ჩამოყალიბდა საინვესტიციო უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ მყიდველთათვის. სწორედ ამიტომ,Orbi -ს მომხმარებელთა  რაოდენობა მთელი მსოფლიოდან ყოველწლიურად იზრდება.

orbi group logo
წარმატების 25 წლიანი ისტორია

ORBI ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო და დეველოპერული ჰოლდინგი ევროპასა და საქართველოში

25 წლიანი წარმატებული საქმიანობა უძრავი ქონების დეველოპმენტში

25

მყიდველები მსოფლიოს 77 ქვეყნიდან

77

ORBI-ს სასტუმროებს ყოველწლიურად 1 500 000 ტურისტი სტუმრობს

1.5მლნ
ლიდერი ინოვაციური პროექტების განხორციელებაში

6000-ზე მეტი თანამშრომელი

6000+

55 წარმომადგენლობა და ოფისი მსოფლიოს 22 ქვეყანაში

55

აშენებულია 3 000 000 მ2-ზე მეტი ფართობი

3მლნ
ORBI - მშენებლობის სფეროში „ოსკარის“ მფლობელი

25 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე კომპანიამ არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო მნიშვნელობის აღიარება მოიპოვა და უძრავი ქონების სფეროში გამორჩეული საქმიანობისთვის 200-მდე პრემიისა და ჯილდოს მფლობელი გახდა.

კომპანიის მიერ მაღალი სტანდარტით შექმნილმა  ინოვაციურმა პროექტებმა, მრავალჯერ მიიპყრეს მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციების ყურადღება. მათ შორისაა:

ჯილდოები

Prix d'Excellence - “ოსკარი“ სამშენებლო სფეროში
FIABCI
orbi awards

უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის FIABCI-ის პრემია - Prix d'Excellence - “ოსკარი“ სამშენებლო სფეროში, რომელიც დეველოპერებს მთელს მსოფლიოში, გაერთიანერბული ერების ორგანიზაციის ეგიდით ენიჭებათ და მსოფლიო დეველოპერულ ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. საერთაშორისო ფედერაცია (FIABCI) გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს უძრავი ქონების ექსპერტებს თითქმის ყველა კონტინენტიდან.

'Leisure Development'
New Hotel Construction & Design'
European Property Awards
orbi awards

ORBI ასევე უძრავი ქონების დარგში ევროპის ყველაზე პრესტიჟული პრემიის    European Property Awards-ის გამარჯვებულია ორ ნომინაციაში:

  • “Leisure Development”
  • “New Hotel Construction & Design”

ევროპული პრემია წარმოადგენს უძრავი ქონების   საერთაშორისო პრემიის International Property Awards-ის ნაწილის, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული კონკურსია მასში მონაწილე პროექტების ხარისხის თვალსაზრისით.

ორბის ყველა პროექტი ბათუმის სავიზიტო ბარათია და ქალაქის არქიტექტურის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. კომპანია ამაყობს ბათუმის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი წვლილით.